მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვინდა, არეალი გავზარდოთ და მეტი კომპანია მოვიცვათ" - ხვალ BARTA 2022-ის დაჯილდოება გაიმართება

639849c9e6706
თინათინ ნატმელაძე
13.12.22 13:45
472
14 დეკემბერს საქართველოში საუკეთესო წლიური ანგარიშგების და გამჭირვალობის, BARTA 2022-ს, კონკურსის ფინალისტების დაჯილდოებაა დაგეგმილი.

როგორი იყო წელს კომპანიების აქტიურობა და რა სიახლეებია სამომავლოდ დაგეგმილი, ამის შესახებ მსოფლიო ბანკის უფროსმა კონსულტანმა ირინა გორდელაძემ და ბუღალტრული რეფრომის ბენეფიციართა ფონდის საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი თაბუაშვილმა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წელს კომპანიების მხრიდან დიდი აქტიურობა იყო, თუმცა მომავალი წლიდან არეალის გაზრდა და ამ პროცესში უფრო მეტი კომპანიის ჩართვა იგეგმება.

"წელს აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, როგორც წინა წლებში აქტიური კომპანიებისგან, ისე ახალი სეგმენტისგანაც, მოგეხსენებათ ამ ეტაპზე კონკურსში მხოლოდ საზოგადოებრივი დაინტერესების კომპანიები - ბანკები, სადაზღვეო კომპანიები, ბირჟები და სახელმწიფო კომპანიები არიან ჩართული, თუმცა დაინტერესება სხვა კომპანიებისგანაც გამოიკვეთა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 2023 წლიდან არეალი გავზარდოთ და უფრო მეტი კომპანია მოვიცვათ, ამაზე ჟიურიში ვითათბირეთ და ეს არის ჩვენი სამომავლო გეგმა და მოტივაცია, რომლის განხორციელებასაც, იმედია, შევძლებთ", - განაცხადა ირინა გორდელაძემ.

არეალის გაზრდაზე ფიქრი რამდენიმე კომპანიის ნომინაციის სიიდან გასვლამაც განაპირობა, როგორც გიორგი თაბუაშვილი "საქმიანი დილას" ეთერში ამბობს, ზოგიერთ კომპანიას სირთულეები პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამოც შეექმნათ და კონკურსის პირობები ვეღარ დააკმაყოფილეს.

"პანდემია და უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენზე და კომპანიებზეც აისახა, მოგეხსენებათ კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობაა, რომ კომპანია საჯარო ვაჭრობაზე და საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაშვებული უნდა იყოს, კონკურსში მონაწილე ზოგიერთი კომპანია კი ამ სიიდან გამოვიდა, რადგან პანდემიამ და ომმა გარკვეული სირთულეები შეუქმნათ და პირობები ვეღარ დააკმაყოფილეს.

სწორედ ამიტომ, რადგან არიან კომპანიები, რომლებიც ამ ეტაპზე საზოგადოებრივი დაინეტერსების პირები არ არიან, მაგრამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. გვინდა, ეს არეალი გავზარდოთ და უფრო მეტი კომპანია მოვიცვათ", - აცხადებს გიორგი თაბუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები