საქართველოს მთავრობას დაანონსებული აქვს, რომ 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით პერიოდში შეზღუდვები დროებით უნდა მოიხსნას. თუმცა ეპიდემიოლოგები და მედიცინის წარმომადგენლები მთავრობას ურჩევენ შეზღუდვები არ მოიხსნას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს დააანონსა, რომ უახლოეს დღეებში არასასურსათო სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდება და საკითხზე მათთან ერთად იმსჯელებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით კი, მას კარგად ესმის, თუ როგორ ელოდება საზოგადოება შეზღუდვების მოხსნას და ამბობს, რომ ეს საკითხი ძალიან საფრთხილოა.
„ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ის, რაც დღეს ხდება, არის ამ შეზღუდვების შედეგი. ბოლო 2 თვის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და ისევ რომ დავუბრუნდეთ დატვირთვის ამ მაჩვენებელს იანვარში, ეს იქნება ურთულესი გადასატანი. ამ კვირაში უნდა დავაკვირდეთ სტაბილიზაციის ნიშნებს და იმის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.




























