მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იბერია ბიზნეს ჯგუფი": ავტომობილების გაყიდვებში 50%-იანი ვარდნა გვაქვს

5f905e089c6b1
ანუკა ჯოხაძე
21.10.20 20:40
1103
“ადგილობრივ ბაზარზე [ავტომობილების] გაყიდვებში 50%-იანი ვარდნა გვაქვს”- ამის შესახებ Bm.ge-ს "იბერია ბიზნეს ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით გოგორიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ავტომობილების შესყიდვები სახელმწიფოს არ შეუწყვეტია, შესაბისად, ამ მიმართულებით კომპანიას კლება არ აქვს. თუმცა, შემცირდა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რის გამოც კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები გაუნახევრდა.

“ძირითადი შემსყიდველი ბაზარზე არა მარტო ჩემი კომპანიისთვის, ზოგადად არის სახელმწიფო. სახელმწიფომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ არ შეემცირებინა შესყიდვები, შესაბამისად, ამ მიმართულებით კლება არ არის, მაგრამ რაც შეეხება რითეილს და კომერციულ სეგმენტს, ყველა კომპანიას გაუჭირდა და ბუნებრივია სამომავლოდ გადადეს ავტოპარკის განახლება. ჩვენს კომპანიას აქვს 50%-იანი ვარდა, რაც განპირობებულია როგორც პანდემიით, ასევე ეროვნული ბანკის რეგულაციებით, რამაც კრედიტზე ხელმისაწვდომობა შეამცირა. ამასთან 200 000 ლარამდე კრედიტი გაიცემა ლარში, ლარში კი საპროცენტო განაკვეთი მაღალია და მომხმარებლისთვის საკმაოდ გაძვირდა პროდუქტი. ამ ყველაფერმა კი კომპლექსურად საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ავტომობილების საცალო ბაზარზე.”- ამბობს დავით გოგორიშვილი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები