"იმპოსტი მეპ", (“იმეპ”) სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და მოწყობას მაღალი ხარისხის პროდუქციით, მაღალტექნოლოგიური მიდგომებითა და თანამედროვე სტანდარტების დაცვით.
ყველა სახის საინჟინრო სისტემების პროექტირება, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, გათბობა/გაგრილებისა და ვენტილაცია, წყალგაყვანილობის სისტემები, ელექტროობა, სუსტი დენები და მრავალი სხვა - "იმეპის" საქმიანობის სფეროა.
"იმპოსტი მეპ" არაერთ წარმატებული პროექტს ახორციელებს. ამჯერად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაკვეთით ჩვენი ჰოლდინგი ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს და ქართული კულტურის საგანძურის, ერისიონის საკონცერტო დარბაზის სრული საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას უზრუნველყოფს.
სამუშაოები სრულდება თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე და მოიცავს სახანძრო ვენტილაციის, ხანძარქრობის, ელექტროობის, სუსტი დენების, შიდა და გარე წყალ-კანალიზაციის, ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების სისტემების მონტაჟს.
პროექტის მოცულობა 12 000 000 ლარზე მეტია და სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება, სამონტაჟო სამუშაოებში გამოყენებული იქნება როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გარანტიას.
"ჩვენთვის დიდი პატივია, ნდობის გამოცხადება და საამაყოა, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ეროვნული ხელოვნების განვითარებაში. “იმეპ”-ი მომავალშიც აქტიურად განაგრძნობს მსგავსი პროექტების განხორციელებას’’ - აცხადებს კომპანიიის დირექტორი ვაკო კუვშინოვი.
"ერისიონის" საკონცერტო დარბაზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "იმპოსტი’’ აწარმოებს.