მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმპექსი" ლოგისტიკურ ცენტრს აშენებს, ინვესტიცია ₾20 მილიონია

62d6c993672d3
მარიამ იზორია
20.07.22 09:59
1417
სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“, თბილისში, ქიზიყის ქუჩაზე ლოგისტიკურ ცენტრს აშენებს. საუბარია საწყობზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა დავით კოხრეიძემ განუცხადა, ლოგისტიკუტი ცენტრისთვის, რომელიც 10 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება, 20 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

მისივე თქმით, ცენტრის ნაწილი 2022 წლიდან უკვე ფუნქციონირებს, მაგრამ პროექტი დასრულებულ სახეს, დაახლოებით, 2 წელიწადში მიიღებს.

„მიმდინარე წლიდან ჩვენს სექტორში დისტრიბუტორებისთვის GDP სერტიფიკატის, ხოლო მწარმოებლებისთვის GMP სერტიფიკატის ფლობაა აუცილებელი. ხარისხის მოსაპოვებლად მზადება დავიწყეთ. ლოგისტიკური ცენტრიც ამის ნაწილია. პროექტის განსახორციელებლად ტერიტორია შევიძინეთ, თბილისის მერიისგან ნებართვა მივიღეთ და მშენებლობაც დავიწყეთ. ეს არის 10 000 კვადრატულ მეტრზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც უსაფრთხოებიდან დაწყებული, ტემპერატურული რეჟიმით, მონიტორინგის სისტემით დასრულებული, ყველა საჭირო მიმართულებით არის უზრუნველყოფილი.

კომპანია სასაწყობე მეურნეობისთვის 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. თანხის ნაწილი პირველი ნაწილისთვის, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, ათვისებულია. ნახევარს პროექტის დასრულებამდე ავითვისებთ“, - აღნიშნავს „იმპექსის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები