“შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მეთექვსმეტე ცერემონია გაიმართა. პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო leader of the Year ოცდათხუთმეტ ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცა.
ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების რეიტინგებზე დაყრდნობით, წლის ლიდერი კომპანიის ერთ-ერთი ჯილდო საინჟინრო კომპანიამ “იმპოსტი მეპმა” მოიპოვა.
“იმპოსტი მეპის” გენერალური დირექტორი ვაკო კუვშინოვი აღნიშნავს, რომ ეს კომპანიისთვის უკვე მესამე ჯილდოა, თუმცა საერთაშორისო ჯილდო “იმპოსტ მეპმა” მეორედ მოიპოვა.
“ვფიქრობ, ბიზნესისთვის ძალიან დიდი მოტივატორია მსგავს დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენთვის ეს რიგით მესამე ჯილდოა, საიდანაც საერთაშორისო ორია. უკვე მეორედ დავსახელდით ლიდერ საინჟინრო კომპანიად, რაც ძალიან გვახარებს და გვაძლევს იმის დიდ მოტივაციას, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ ქართულ ბაზარზე” - აცხადებს ვაკო კუვშინოვი.
“იმპოსტი მეპი“ სამი წელია, რაც ქართულ ბაზარზე მომხმარებელს სრულ საინჟინრო სერვისს სთავაზობს. ამ ხნის განმავლობაში კომპანიას უკვე ჯამში ერთი მილიონი კვადრატული მეტრის პროექტირება აქვს განხორციელებული. “იმპოსტი მეპი” სამუშაოებს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო კომპანიების დაკვეთით ასრულებს. ის საქართველოში წამყვან სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობს.
“იმპოსტი მეპი საქართველოს ნაციონალური ბიზნესრეიტინგის კავშირის მიერ წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა, რაც, რა თქმა უნდა, როგორც დიდი პატივი, ასევე მოტივაცია და პასუხისმგებლობაა.
ჩვენი კომპანია უკვე სამი წელია, რაც ბაზარზე მომხმარებელს სრულ საინჟინრო სერვისს სთავაზობს. “იმპოსტი მეპის” საქმიანობა მოიცავს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, გათბობა, გაგრილება, ვინტილაციის, წყალკანალიზაციის სისტემების, ელექტროობისა და სუსტი დენების პროექტირებასა და მონტაჟს” - ამბობს “იმპოსტი მეპის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ელენე ჯაფარიძე.
საქართველოში ერთადერთმა საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებამ ოცდათხუთმეტ კომპანიას შორის “იმპოსტი მეპი” შეარჩია. კომპანიისთვის რიგით მეორე საერთაშორისო აღიარება “იმპოსტი მეპს” აძლევს მოტივაციას, რომ ქართულ ბაზარზე წარმატებული ოპერირება განაგრძოს.
(რ)