მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფლუენსერებისა და ბლოგერების ჩამოსვლა სასიხარულოა, ახალი ბაზრების მოძიების შესაძლებლობა მოგვეცა" - აგროსახლი "ქორენა"

63089b7db5139
მარიამ იზორია
26.08.22 21:40
1030
ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს „Let’s GET LOST with WIZZAIR“ – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 26-28 აგვისტოს ჩათვლით იმერეთის რეგიონი უმასპინძლებს.

კონკურსის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200-მდე ინფლუენსერი და ბლოგერი სამი დღის განმავლობაში იმერეთის სტუმრები იქნებიან. ისინი რეგიონის ღირშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო სახლებს ესტუმრენიან.

პროგრამას ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ. მაგალითად, სოფელ გელათში მდებარე აგროსახლი „ქორენას“ დამფუძნებელი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ პროექტი მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა.

მაია კეზევაძის თქმით, პროექტი ქვეყანას, განსაკუთრებით კი იმერეთს, ახალი ბაზრების მოძიების საშუალებას მისცემს.

„ინფლუენსერებისა და ბლოგერების ჩამოსვლა სასიხარულო ამბავია. ახალი ბაზრების მოძიების დიდი შესაძლებლობა მოგვეცა. საქართველოს და არა მხოლოდ იმერეთს, ახალი ბაზრები და უფრო მეტი ტურისტი სჭირდება. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი, რომელიც ახლა ხორციელდება მსოფლიოში ცნობადობის გასაზრდელად საუკეთესოა. ცნობილი ჟურნალისტები, ბლოგერები მსოფლიოს მასშტაბით საქართველოზე ინფორმაციას გაიტანენ“ - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები