მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინტელიექსპრესმა" უკრაინაში თანხის გადარიცხვის საკომისიო გააუქმა

621c81730d40c
ინგა მურუსიძე
28.02.22 12:00
808
ქართულმა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესმა" ფულადი გზავნილის უკრაინაში გადარიცხვისას საკომისიო გააუქმა.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, "ინტელიექსპრესის" სისტემით საკომისიოს გარეშე გადარიცხვა შემდეგი 6 ქვეყნიდანაა შესაძლებელი: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, კვიპროსი, თურქეთი და საქართველო. აღნიშნულ ქვეყნებში ინტელიექსპრესი პირდაპირ, საკუთარი ფილიალებითაა წარმოდგენილი.

„ინტელიექსპრესი" უკრაინაში 15 წელზე მეტია ოპერირებს, მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინელ პარტნიორებთან და ყოველდღიურად ემსახურება ათასობით უკრაინელ მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, გვსურს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, გამოვხატოთ მხარდაჭერა“, - აცხადებენ კომპანიაში.

ფულადი გზავნილის განაღდება უკრაინის მთელს ტერიტორიაზეა შესაძლებელი. თანხის მიღება ხდება როგორც საბანკო ანგარიშზე და ბარათზე, ისე ნაღდი ანგარიშსწორებით უკრაინულ ბანკებში.

ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელექსპრესი" უკრაინაში „მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის“ სტატუსით სარგებლობს, რეგისტრირებულია უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ და სისტემაში ჩართული ჰყავს 15 უმსხვილესი ბანკი.

საქართველოდან "ინტელიექსპრესის" სისტემით ფულადი გზავნილის განხორციელება ნებისმიერი ბანკიდან და სისტემის ფილიალებიდანაა შესაძლებელი. ინტელიექსპრესის ფილიალების სანახავად მიჰყევით ბმულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები