მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინტერიორისმოს" მეორე ფილიალი იხსნება

BM.GE
25.04.23 11:59
319
ელენე გუნცაძე, ნინჩო ჯიბლაძე, თამარ ბაქრაძე და სოფო კალანდარიშვილი – ოთხი მეგობრის რეალობად ქცეული იდეის ვიზუალიზაციამ ფარნავაზს მეფის 51-ში დიდი ხნის წინ დაიდო ბინა და ახლა სიახლეების დროც დადგა. ინტერიორისმოს ესპანური ავეჯისა და განათების აქსესუარების თბილისში ჩამოტანის იდეა დაიბადა მაშინ, როცა მსოფლიო კოვიდპანდემიას ებრძოდა, ანუ 2021 წელს. „ინტერიორისმოს“ შოურუმში მხოლოდ ესპანური ბრენდებისა და ესპანელი დიზაინერების მიერ შექმნილ მაღალი ხარისხის პროდუქციას შეხვდებით. ეს ამ ბრენდის უპირატესობა და განმასხვავებელი ნიშანია. დამფუძნებლები „ინტერიორისმოს“ კონცეფციის შეცვლას არ განიხილავენ, თუმცა სიახლეებზე მუდმივად ფიქრობენ და არც გაფართოების ბიზნეს რისკებს უშინდებიან. 

სტუმრები: ნინჩო ჯიბლაძე - "ინტერიორისმოს" თანადამფუძნებელი;
სოფო კალანდარიშვილი - "ინტერიორისმოს" თანადამფუძნებელი;
ელენე გუნცაძე - "ინტერიორისმოს" თანადამფუძნებელი;
თამარ ბაქრაძე - "ინტერიორისმოს" თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები