მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იორდანიის მეფემ და პრინცმა გამოგვიყვეს მიწა, სადაც გვსურს დაფუძნდეს ქართული სულიერებისა და კულტურის კერა"

62169063795d0
BM.GE
23.02.22 23:51
741
მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით, წმინდა მიწაზე, იორდანიის სამეფომ, მეფემ და პრინცმა ერთობლივად გამოგვიყვეს მიწის ნაკვეთი, სადაც პატრიარქის კურთხევით, ჩვენი სურვილია, აშენდეს, დაფუძნდეს ქართული სულიერებისა და კულტურის კერა, ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იორდანიაში ვიზიტს გეგმავს.

„ჩემი თხოვნით, საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩართულნი არიან სახელმწიფო კომისიაში, რომელიც შევქმენი. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და მას ყველანი ერთად განვახორციელებთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები