მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იპოთეკური სესხების გაცემა 16%-ითაა შემცირებული" - თიბისი კაპიტალი

605de6f7d88b0
ლიკა გურაბანიძე
26.03.21 20:50
718

“იპოთეკური სესხების გაცემა თიბისი ბანკის შემთხვევაში, წინა წელთან შედარებით დაახლოებით 16%-ითაა შემცირებული", - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” "თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა ალექსანდრე ბლუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იპოთეკური სესხების სუბსიდიის ეფექტის დასრულებისა, დღეს მეტი მოთხოვნა მაინც შედარებით პატარა ბინებზეა.

“ამჟამად ლარის სესხებია დომინანტური, თუმცა გამოცოცხლება უცხოურ ვალუტაშიც იგრძნობა. თბილისის უძრავი ქონების ტრანზაქციები მარტში დაახლოებით 6%-ით არის შემცირებული, იანვართან შედარებით გაუმჯობესებაა, თუმცა ტრანზაქციების რაოდენობა კვლავ მინუსში რჩება.” - განმარტა ბლუაშვილმა.

მისივე თქმით, ბათუმში 2020 წელს უძრავი ქონების ტრანზაქციებში დაახლოებით 40%-იანი ვარდნა გვქონდა.

“2021 წლის იანვარში იგივე ტემპი შენარჩუნდა, თებერვალში გაუმჯობესება იგრძნობა და კლების ტემპი 20%-მდეა. შედარებით მეტი ვარდნა ზღვისპირა პირველ ზოლშია, რაც გამოწვეულია იმით, რომ არარეზიდენტების წილი ამ უბანში შედარებით მაღალი იყო და მოთხოვნის შემცირება ამ სეგმენტს შეეხო. პირველი ზოლის ბინებზე ფასები 5-10%-ით იყო შემცირებული. ბინების ყიდვით ძირითადად ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან არიან დაინტერესებულები.

რაც მეტად გამოიკვეთება იმის ნიშნები, რომ ტურიზმი აღდგენას იწყებს, საინვესტიციო მოთხოვნა შედარებით სწრაფადვე უნდა აღდგეს, რისი მოლოდინიც ჩვენ წელს გვაქვს", - განმარტა ბლუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები