მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იქნებ უკეთესობისკენ შეიცვალოს ვითარება და არ დავიხუროთ" – ყვავილების მაღაზიების გასაჭირი

5f035081223d1
ანუკა ჯოხაძე
06.07.20 21:20
975
"ყოველდღიურად გაგვაქვს თავი, რომ იქნებ უკეთესობისკენ შეიცვალოს და არ დავიხუროთ”- ამის შესახებ ყვავილების მაღაზია Sister’s flowers shop-ის დამფუძნებელმა ეკატერინე მგელაძემ განაცხადა. როგორც მგელაძე ამბობს, წინასწარ ზარალზე საუბარი რთულია, თუმცა კომპანიის გაყიდვები იმის გათვალიწინებით რომ ქორწილები და მასობრივი ღონისძიებები არ იმართება, საგრძნობლად შემცირდა. მისი განმარტებით, ღონისძიებების დაკვეთებზე მუშაობა კომპანიის დატვირთულობის 50%-ს ავსებდა.

“თანხობრივად რთულია რიცხვებში საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება გასულ წელს დიდი შეკვეთა გქონოდა, მააგალითად დიდი ქორწილის დეკორატიული გაფორმება, ამ დროს კი შეიძლება იგივე შემოსავლები არ ყოფილიყო. ის რომ ვთქვა, რომ 50 000 ლარია ზარალი, ტყუილი გამოვა, მაგრამ ზოგადად ზარალი დიდია, ამ წუთას მინუსში არ მივდივარ, მაგრამ არც სასარგებლო ხდება რამე. ყოველდღიურად გაგვაქვს თავი, რომ იქნებ უკეთესობისკენ შეიცვალოს და არ დავიხუროთ", - ეკატერინე მგელაძე Sister’s flowers shop, ერთ-ერთი მფლობელი.

ზარალის დიდ მოცულობაზე საუბრობს ყვავილების კიდევ ერთი რეალიზატორი ეკატერინე ირემაშვილი. როგორც ის ამბობს, თავდაპირველად როცა მათი მაღაზიები დაიხურა, მათ იმ პროდუქციის გადაყრაც კი მოუწიათ, რომელიც მარაგში ჰქონდათ.

“დიდი ზარალი მივიღეთ იმიტომ, რომ მოულოდნელად დავიკეტეთ, აგვაფორიაქეს, დაგვაკეტინეს მაღაზია და ის პროდუქცია, რაც გვქონდა გადავყარეთ. არავინ შეღავათი არ გაგვიკეთა, რომ ის პროდუქცია მაინც ამოგვეყიდა, რაც გვქონდა მარაგში", - ეკატერინე ირემაშვილი ყვავილების რეალიზატორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები