მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციების და კანონპროექტების შესახებ ვესაუბრე" - აშშ-ის სახ.დეპ-ის მრჩეველი

640964d862f38
თამთა ჯიჯავაძე
09.03.23 08:45
1196
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე აცხადებს, რომ ის ესაუბრა ირაკლი ღარიბაშვილს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე. ამის შესახებ ამერიკელი მაღალჩინოსანი „ტვიტერზე“ წერს, სადაც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მომიტინგეების მშვიდობიანი პროტესტი.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე ვესაუბრე, რომლებიც ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების სურვილს ეწინააღმდეგება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი,“ - წერს დერეკ შოლე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები