მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების რეფორმების გაღრმავების აუცილებლობა აღვნიშნე"

6447fdbdc1a59
ალა ისპირიანი
25.04.23 20:15
676
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

„ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას ამ გზის თითოეულ ეტაპზე და კვლავაც მტკიცედ ერთგულია ევროპული პერსპექტივის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს.

ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გადამწყვეტია მთავარი პრიორიტეტების განხორციელება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე სასამართლო რეფორმის, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების რეფორმების გაღრმავების აუცილებლობის შესახებ“, – წერს შარლ მიშელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები