მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისთერნ ფრომოუშენმა" 200 ათასი ლარით იზარალა – მიხეილ გიორგაძე

5ef851375e144
ანუკა ჯოხაძე
28.06.20 12:45
1303
"წლევანდელი დანაკარგი არ ჩატარებულ ღონისძიებებზე უკვე 200 000 ლარს აჭარბებს", - ამის შესახებ BMG-ს "ისთერნ ფრომოუშენის" თანადამფუძნებელმა და საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა.

როგორც გიორგაძე ამბობს, ლარის კურსის გაუფასურების გათვალისწინებით, ასევე გაძვირდა სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების საფასური, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ფაქტორი ბილეთის საფასურზე გავლენას ამ ეტაპზე არ მოახდენს. 

"წლევანდელი დანაკარგი არ ჩატარებულ ღონისძიებებზე უკვე 200 000 ლარს აჭარბებს, რაც ჩვენს პირობებში საკმაოდ სერიოზული რიცხვი არის, რაც ნამდვილად რთული ასატანია. პროექტები უკვე გაძვირდა, ლარის კურსის მდგომარეობაც ნამდვილად არ უწყობს ხელს პროექტის გაიაფებას. ამიტომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ დიდი სირთულეები უკვე წარმოქმნილია ორგანიზატორების წინაშე. ძალიან გვინდა, რომ ამან არ იმოქმედოს საბოლოოდ ბილეთების ფასზე", -აცხადებს მიხეილ გიორგაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები