მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისთერნ პრომოუშენსი" და "თიბისი კონცეპტი" წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალს

642e6b18c18f2
BM.GE
06.04.23 10:55
654
9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. თიბისი კონცეპტი და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

9 მაისი
• 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - ლუკა თოფურია და მისი ბენდი
• 21.00 სთარ სთეიჯი - ჯაზზ თეიქს სუპერგრუპ (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason)

10 მაისი
• 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - მარტინ კრატოჩვილი და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი
• 21.00 სთარ სთეიჯი - გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera “Jesus Christ Superstar”)

11 მაისი
• 20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju)
• 21.00 სთარ სთეიჯი - ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever)
წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები:
ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“.

კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა.

კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა.

ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.

ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი.

ფესტივალის სპონსორია ვიზა.

საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“.

ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.

(NS)