მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯანდაცვის სისტემას თანმიმდევრული გადაწყვეტილებები სჭირდება"

6436f3a065a1e
ალა ისპირიანი
12.04.23 22:34
755
"თანმიმდევრული გადაწყვეტილებები ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალია ნებისმიერ სისტემაში და ჯანდაცვის სისტემას ეს განსაკუთრების სჭირდება" - ამის შესახებ ექიმმა ქეთევან ჩხატარაშვილმა MBGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მან მაგალითად თურქეთის ჯანდაცვის სისტემა მოიყვანა და განმარტა, რომ დარგის სტრატეგიული განვითარების გეგმის ცვლილება კარგი არ არის.

„ის რაც თურქეთის ჯანდაცვის სისტემაში ხდება რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. ბევრი კვლევაა ჩატარებული და შესწავლილია, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში თურქეთის ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდა. მათი აბსოლუტური უმრავლესობის შეთანხმებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე რამ გამოიწვია ასეთი წარმატება არის ის, რომ პოლიტიკის დოკუმენტი ანუ დარგის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რაც 30 წლის წინ ქვეყანამ შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა შეიცვალა და რამდენჯერმე გამოიცვალა ჯანდაცვის მინისტრი, ეს დღემდე გეგმა არ შეცვლილა.

ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში 3-ჯერ შევცვალეთ ის მიმართულება საითაც ჩვენი სისტემა მიდის და რამდენს გაუძლებს კიდევ ეს სისტემა კითხვის ნიშნებს იწვევს. ამიტომ თანმიმდევრული გადაწყვეტილებები ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალია ნებისმიერ სისტემაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას და ჯანდაცვის სისტემას ეს განსაკუთრების სჭირდება“, - განაცხადა ქეთევან ჩხატარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები