მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯინო ჰოლდინგს" და Gulf Hotels Group-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

BM.GE
04.04.22 09:48
381
ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია Gulf Hotels Group-ი საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს. ხელმოწერის ცერემონია თბილისში, კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ კუთვნილი აკვაპარკის ტერიტორიაზე გასული კვირის ბოლოს გაიმართა. ხელშეკრულების თანახმად, “Gulf Hotels Group”-ი აკვაპარკისა და კომპლექსში მდებარე ახლადაშენებული სასტუმროს მართვას განახორციელებს და ჯამურად 500-მდე ადამიანს დაასაქმებს.

მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ტურისტული სერვისების მიმწოდებელი მსხვილი ბაჰრეინული კომპანიის შემოსვლა ადგილობრივ ბაზარზე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობას გაზრდის.

სტუმარი: შალვა ალავერდაშვილი - GULF HOTEL Group-ის წარმომადგენელი საქართველოში;
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები