მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯოგური იმუნიტეტის პრინციპით ბრძოლა COVID-19-თან სახიფათოა" – CDC-ის ყოფილი ხელმძღვანელი

5f8847a679586
ნათია თაქთაქიშვილი
15.10.20 22:20
1789
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის დოქტორ თომას ფრიდენის განცხადებით, ვაქცინის გამოსვლამდე ჯოგური იმუნიტეტის პრინციპით ბრძოლა კორონავირუსთან არასახარბიელო გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ფრიდენის განცხადებით, ვირუსის თავისუფლად მიშვება საზოგადოების ფართო მასებში სრულიად წარმოუდგენელია. მისივე თქმით, ჯოგური იმუნიტეტის განვითარებას ის პირები უჭერენ მხარს, ვისაც პანდემია ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე აყენებს.

„ნებისმიერი ინფექცია არის პოტენციური საფრთხის მატარებელი, რადგან შესაძლოა შენ თავს კარგად გრძნობდე და გახდე ისეთი ადამიანის დაინფიცირების მიზეზი, ვინც ვირუსს ვერ გაუმკლავდება და დაიღუპება. ასე რომ, გრძელვადიან ჭრილში ძალიან სახიფათოა“, აცხადებს ფრიდენი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ჯოგური იმუნიტეტის მიღება უსაფრთხო გზით მხოლოდ ვაქცინის გამოსვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები