მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან ეარვეისს" მგზავრთნაკადი გაეზარდა

631b87e8160b5
ნინო ტაბატაძე
10.09.22 10:00
716
"ჯორჯიან ეარვეისი" მგზავრთნაკადის ზრდის შესახებ აცხადებს. ქართული ავიაკომპანიის მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, „ჯორჯიან ეარვეისი“ 81,560 მგზავრს მოემსახურა, ხოლო მხოლოდ აგვისტოს თვეში - 15,401 ადამიანს. ივლისთან შედარებით აგვისტოში მგზავრთნაკადი 7%-ით ( 1009 მგზავრი) გაიზარდა.

„ჯორჯიან ეარვეისი“ რეგულარულ რეისებს ასრულებს თელავივის, ამსტერდამის, ერევნის, ვენისა და პარიზის მიმართულებით.

შეგახსენებთ, ავიაკომპანიამ გასული წლის ბოლოს გადახდისუუნარობის საქმის გახსნა ითხოვა და ამ ეტაპზე კრედიტორებთან მოლაპარაკებების ეტაპზეა. ამ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული დაიწყება თუ არა რეაბილიტაციის რეჟიმი. რეაბილიტაციის გეგმა 29 სექტემბრამდე უნდა დამტკიცდეს. 

საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ განაცხადს წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უძღვოდა, საიდანაც ირკვევა, რომ ავიაკომპანიას 175 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, მისი აქტივების ღირებულება კი მხოლოდ 21.4 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები