მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან ფექიჯინგმა" ახალი საწარმო აამოქმედა - ინვესტიცია ₾47 მლნ-ია

62cc29446490e
მარიამ იზორია
12.07.22 10:15
1409
შესაფუთი მასალების მწარმოებელმა კომპანია „ჯორჯიან ფექიჯინგმა“ თბილისში ახალი ევროპული სტანდარტების მქონე საწარმო აამოქმედა.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ვერონიკა გოგოხია bm.ge-სთან აღნიშნავს, საწარმოს მშენებლობისთვის 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საწარმო ხაზისთვის კი დამატებით 17 მლნ ლარი ჩაიდო.

„ჯორჯიან ფექიჯინგის“ გენერალური დირექტორის თქმით, მსგავსი მასშტაბის წარმოება რეგიონში პირველია და ის მოცულობებით საქართველოს გარდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრების დაკმაყოფილებასაც შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ფექიჯინგი“ შესაფუთ მასალებს, ჭიქებს, ბიო დეგრადირებად პარკებს და სხვა პროდუქტებს აწარმოებს.

„საწარმო „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით ავამოქმედეთ. ჯერ ოფიციალური გახსნა არ გვქონია, თუმცა წარმოება 2021 წლის სექტემბრიდან დავიწყეთ. მშენებლობისთვის 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საწარმო ხაზისთვის კი დამატებით 17 მილიონი ლარი ჩავდეთ.

საწარმო 30 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ამ მასშტაბის შესაფუთი მასალების საწარმო რეგიონში არ არის; ჩვენ შეგვიძლია საქართველოს გარდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებიც დავაკმაყოფილოთ. წარმოების სრული სპექტრი გვაქვს“, - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის: დღეს კომპანია 170 ადამიანს ასაქმებს და როგორც „ჯორჯიან ფექიჯინგს“ წარმომადგენელი ამბობს, კომპანიას დამატებით მინიმუმ 50 სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები