მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზის" განცხადება ბუნდოვანია" - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

64959e87da96d
გიგა ბენია
23.06.23 17:44
503
“ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებას, რომ ჭიათურის მაღაროებს სამართავად მაღაროელებს გადასცემს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოეხმაურა. ცენტრის სოციალური პროგრამის დირექტორი BMG-სთან აღნიშნავს, რომ კომპანიის მხრიდან სოციალური ქსელით გაკეთებული განცხადება ბუნდოვანია.

„ბუნდოვანი განცხადებაა. ერთი წინადადებით აღწერა ის, თუ რას სთავაზობენ მაღაროელებს. ამდენად კომპლექსური საკითხი კომპანიამ ერთი წინადადებით ამოწურა და თქვა, რომ მაღაროელებს მართვაში გადასცემს მაღაროებს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანია. რას ნიშნავს ის, რომ მართვაში გადაეცემათ? ჩვენი დაკვირვებით ეს, რა თქმა უნდა, ფრთხილად დაწერილი ტექსტია და აქ უნდა იგულისხმებდეს, მაღაროელების მონაწილეობა კომპანიის მენეჯმენტში. სულ ესაა, რასაც კომპანია მაღაროელებს სთავაზობს. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ის, რასაც მაღაროელები ითხოვენ“,-განაცხადა სალომე შუბლაძემ.

სალომე შუბლაძის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების მიზანი მაღაროელებს შორის დაბნეულობის გამოწვევაა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პროგრამის დირექტორი კომპანიასა და მთავრობას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

„განცხადება ასევე ემსახურება იმას, რომ მაღაროელებს შორის დაბნეულობა გამოიწვიოს. ეს არის ფაქტი და თვითონ მაღაროელებმაც ასე აღიქვეს. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კომპანიასა და მთავრობას, ამ კრიზისის ფონზე ბუნდოვანი განცხადებებისგან მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ“, - აღნიშნა სალომე შუბლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები