მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯორჯიან პროდაქტსი" 3 მილიონიანი ინვესტიციით ახალ საწარმოს აშენებს

6048d779ed262
ინგა მურუსიძე
10.03.21 19:35
1962
შინაური ცხოველების ავეჯის ექსპორტიორი კომპანია „ჯორჯიან პროდაქტსი“ თბილისში, 7000 კვ.მ. ფართობზე ახალ საწარმოს აშენებს.

როგორც BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელი უყვება, პანდემიის მიუხედავად, ახალი საწარმოს მშენებლობის მიზეზი ცხოველების ავეჯზე გაზრდილი მოთხოვნებია.

დავით ბარდაველიძის ინფორმაციით, შარშან 22 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელეს, წელს კი ამ მაჩვენებლის 35 მლნ დოლარამდე გაზრდას გეგმავენ.

"გაზრდილი მოთხოვნის გამო, გადავწყვიტეთ, ახალი, დიდი საწარმო აგვეშენებინა იმავე მისამართზე, სადაც „ჯორჯიან პროდაქტსი“ ამჟამად საქმიანობს ანუ დედაქალაქში. საწარმოში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიციას ვდებთ - 1.5 მლნ ლარის საბანკო სესხი ავიღეთ, ხოლო დანარჩენი კომპანიის სახსრებია. ახალი საწარმო, დაახლოებით, აპრილში ამოქმედდება.

ამჟამად 520 თანამშრომელს ვასაქმებთ და გამორიცხული არ არის, კადრები კიდევ დავიმატოთ“, - განაცხადა ბარდაველიძემ.

2020 წელს ექსპორტზე $22 მილიონის ავეჯი გავიტანეთ - „ჯორჯიან პროდაქტსი“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები