ბაზარზე ახალი ტკბილეულის მწარმოებელი ბრენდი დაიწყებს ოპერირებას. საუბარია „კაბარინზე“, რომელიც მომხმარებელს თხილისგან, ზეფირისგან, სხვადასხვა ხილისგან დამზადებულ ტკბილეულს შესთავაზებს. კომპანიის საწარმო ქვემო ფონიჭალაში მდებარეობს და ის თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ მხარდაჭერით ამოქმედდა.
„კაბარინის“ წარმომადგენელი იაკობ კომახიძე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნავს, რომ სამომავლოდ საწარმოს გაფართოებასაც გეგმავს.
მისივე თქმით, პროდუქცია საწყისად სუპერმარკეტების ქსელ „ზღაპარში“ გაიყიდება.
„თავად ტკბილეულის მოყვარული ვარ და ბაზრისთვის მინდოდა ისეთი პროდუქტი შემეთავაზებინა, რომელსაც საუკეთესო გემოვნური თვისებები ექნებოდა. საწყისად კვლევა ჩავატარეთ, რამდენად იყო საქართველოში ზეფირზე მოთხოვნა. აღმოჩნდა, რომ ქართულ ბაზარზე ის საკმაოდ მოთხოვნადია.
სანამ ჩვენთვის სასურველ რეცეპტს მივიღებდით, თვე-ნახევარი ვმუშაობდით. გარდა ზეფირისა, გორში ფერმერებს დავუკავშირდით, რამდენიმე ფერმერთან ხელშეკრულება გავაფორმეთ და მათგან ვაშლს, ქლიავსა და კომშს ვყიდულობთ“ - აღნიშნავს „კაბარნის“ წარმომადგენელი.