მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კადრების დეფიციტი რომ არა, წელს მინიმუმ 300 ადამიანის დასაქმება შეგვეძლო" - "იმპექსი"

62d52bfbe0154
მარიამ იზორია
24.07.22 14:54
2982
სააფთიაქო ქსელ „იმპექსის“ დამფუძნებელმა დავით კოხრეიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ კადრების დეფიციტი რომ არ ყოფილიყო საქართველოში, 2022 წელს კომპანია დამატებით 300 ადამიანის დასაქმებას შეძლებდა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის კომპანიაში 1 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

„კადრების დეფიციტი ყველა დარგის პრობლემაა. დღეს რომ იყოს სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივი მოქმედება, გაცილებით მეტი ადამიანის დასაქმება იქნებოდა შესაძლებელი... კომპანია ფერხდება. ეს პრობლემა რომ არ ყოფილიყო, უფრო სწრაფ გაფართოებას შევძლებდით“ - ამბობს ის.

"საქმიან დილაში" სტუმრობისას, კოხრეიძემ ასევე "იმპექსის" გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია ლოგისტიკურ ცენტრს აშენებს.

„პროცესი გეგმის მიხედვით მიდის. პირველი ბლოკი გაკეთებულია და 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ეს არის თანამედროვე ტიპის სასაწყობე ფართი. კომპანია ნოემბერში GDP სერტიფიკატის მიღებას აპირებს, შესაბამისად, ეს ფართი მნიშვნელოვანია“,- განმარტა დავით კოხრეიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები