მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კადრების შენარჩუნებისთვის ბევრი მექანიზმი გვაქვს"- McDonald’s საქართველო

63ce5049eb29c
თინათინ ნატმელაძე
29.01.23 22:20
2844
“მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე შენგელია #BMGDRIVE-ში „მაკდონალდსისა“ და მსოფლიოში არსებული გამოწვევებს განიხილავს და აღნიშნავს, რომ სწორი მიდგომის დანერგვით კომპანია ამ გამოწვევებისთვის თავის არიდებას ახერხებს.

„კადრების დეფიციტის კუთხით მსოფლიო და სხვა კომპანიები როგორი გამოწვევების წინაშეც დგანან, ასეთი გამოწვევების წინაშე ჩვენ არ დავმდგარვართ, იმიტომ რომ მაკდონალდსია. ეს ბრენდი არის გარანტია ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომ აქ სხვა სამუშაო სივრცეა, სხვა მოლოდინები, განვითარება და დინამიკა.

კადრების შენარჩუნებისთვის ძალიან ბევრი მექანიზმი გვაქვს, პირველ რიგში სამუშაო გარემო და გრაფიკი, რომელიც მათზეა მორგებული, თითოეულ მათგანს ვაძლევთ შანსს, რომ ფინანსური წახალისების, ტრენინგებისა და სწავლის ხარჯზე მაქსიმალურად განვითარდნენ,“ - განაცხადა ალექსანდრე შენგელიამ.

მისივე ცნობით, „მაკდონალდს საქართველომ“ რეგიონში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პროდუქციის მოწოდების გარკვეული გადაწყობა მოახდინა.

„ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი სწორედ მაგაში ჩანს, რომ იმ საბოლოო შედეგს, რომელიც რეგიონში დადგა, ანუ ოკუპანტი ქვეყნის საშინელ ომს უკრაინაში, არ დავლოდებივართ და ბევრად ადრე დავიწყეთ სხვა მომწოდებელი ბაზრების მოძიება, ევროპელ მომწოდებლებთან კონტაქტი და ა.შ.

ჩვენ ისედაც არ ვყოფილვართ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულები, უბრალოდ აქ მთავარია, რომ ის მომწოდებლების წარმადობა, რომლებიც რუსეთსაც აწვდიდნენ პროდუქციას, შემცირდა და ამ შემთხვევაშიც ჩვენ გადაწყობა მარტივად მოვახერხეთ.“ - განმარტავს „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები