მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კადრების უცხოეთში გადინებასთან გამკლავებაში, ფაქტობრივად უძლური ვართ" - გიორგი გორდაძე

63cce540e559a
თამთა ჯიჯავაძე
22.01.23 12:42
5456
ბოლო პერიოდის ტენდენციებიდან გამომდინარე, კადრების უცხოეთში გადინებასთან გამკლავებაში, რაც სრულიად სექტორის დიდი გამოწვევაა, ფაქტობრივად უძლური ვართ. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა „ევექსი კლინიკებისთვისაც”, - ამის შესახებ Forbes Georgia-ს იანვრის გამოცემასთან ინტერვიუში „ევექსი კლინიკების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გორდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კადრების დეფიციტი რეგიონებში უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე თბილისში.

„ექიმებზე მეტად პრობლემური საექთნო მიმართულებით კადრების მოძიებაა, ვინაიდან ქვეყნიდან ამ კუთხით დიდი გადინებაა. პოსტკოვიდურ პერიოდში ეს ტენდენცია გაიზარდა, ვინაიდან სამედიცინო პერსონალზე გლობალურად გაზრდილია მოთხოვნა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვა სოციალური მნიშვნელობის, სახელმწიფოს მიერ რეგულირებული დარგია, შესაბამისად, ინფლაციის ტვირთის 100%-ით ფასებზე ასახვა გამორიცხულია. შესაბამისად, ყოველთვის გვიწევს ოქროს შუალედის და ბალანსის პოვნა – ერთი მხრივ, თანამშრომლებს ჰქონდეთ ღირსეული და დამსახურებული ანაზღაურება, ხოლო მეორე მხრივ, ჯანდაცვის სერვისებზე ფასები ისე არ გაიზარდოს, რომ საბოლოო ჯამში, ჯანდაცვაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ვფიქრობ, ამ გამოწვევებს მეტ-ნაკლებად ვართმევთ თავს. ადგილობრივი ბაზრის კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სისტემები გვაქვს, რომლებიც ნაწილობრივ კადრების სხვა დაწესებულებებში გადინების პრევენციას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიორგი გორდაძემ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „ევექსი კლინიკები“ სერვისებისა და პოლიკლინიკების რაოდენობას მუდმივად ზრდის, კომპანია ორიენტირებულია იმაზე, რომ წინმსწრებად დაიკავოს თადარიგი და კადრები დაგეგმილ რეჟიმში მოიზიდოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები