მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კანადაში ჩემს კლიენტებს საქართველოს გავაცნობ როგორც ქვეყანას, რომელიც ღიაა ბიზნესისთვის" - საინვესტიციო კონსულტანტი

63d8ac2cf0cde
BM.GE
31.01.23 09:50
655
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს, ლოკაციის მენეჯერებს შეხვდა.

კანადელი და ბრიტანელი კონსულტანტების საქართველოში ვიზიტის მიზანია საქართველო ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც BPO სფეროს წარმოადგენენ.

„რა თქმა უნდა, კანადაში დაბრუნებისას ჩემს კლიენტებს საქართველოს გავაცნობ როგორც ქვეყანას, რომელიც ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ამასთან, მნიშვნელოვანი ის, თუ რამდენად მარტივია აქ ბიზნესის ჩამოტანა და წარმოება. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მე ვმუშაობ, კლიენტთა მომსახურებაა და მინდა ავღნიშნო, რომ ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება თვალშისაცემია და პირადად დავრწმუნდი, რომ აქ საკმაოდ მაღალი მომსახურების დონეა. ეს კეთილმოსურნეობა ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ ინვესტორებისთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის გადმოტანას მოინდომებს ამ ქვეყანაში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე დავრწმუნდით, რომ საქართველო არის დინამიკურად განვითარებადი, მომხმარებელსა და საერთაშორისო სიახლეებზე ორიენტირებული ქვეყანა. აქ სწორედ ის გარემოა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ქვეყანაში შემოსვლას და ინვესტირებას მოანდომებს“, - ამბობს საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი, პიტერ რაიანი.

„საქართველო საუკეთესო პირობებს სთავაზობს ბიზნესს, აქ მაღალ დონეზეა ბიზნესის დაწყება და წარმოების კულტურა, საქართველოში შესაძლებელია ბიზნესი სულ რაღაც ერთ დღეში დაარეგისტრიროთ, მთავრობა კი მაქსიმალურად ამარტივებს საერთაშორისო კომპანიებისთვის ქვეყანაში შემოსვლისა და ბიზნესის დაწყების პროცედურებს, რათა უცხოელმა ინვესტორებმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი. დაბოლოს, საქართველო არაჩვეულებრივად კომფორტული ადგილია ბიზნესისთვის. როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, ბიზნესის წარმოებისთვის არა მხოლოდ ხელსაყრელი გარემო, არამედ შესაბამისი კულტურაც გჭირდება. საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, უამრავი მაღალი კლასის სასტუმრო, შესანიშნავი მომსახურება და ადამიანებზე ორიენტირებული ფანტასტიური სერვისებია“, - აღნიშნა მაიკლ ჟდანოვსკიმ, საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები