მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კარგი ამბებია სამედიცინო და ჯანდაცვის მიმართულებით" - ნინა კობახიძე

6253fa62312b7
ნინო ტაბატაძე
11.04.22 14:08
873
"ხელმისაწვდომი ჯანდაცვასთან ერთად მოქალაქეებს ხარისხიანი ჯანდაცვის მიღების საშუალება უჩნდებათ", - ასე აფასებს ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სექტორის მარეგულირებელ ღონისძიებებს კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე.

ნინა კობახიძე Facebook-ის პირად გვერდზე იმ 5 სიახლეზე წერს, რაც მისი შეფასებით, ჯანდაცვის სექტორზე დადებით გავლენას მოახდენს.

„კარგი ამბებია სამედიცინო და ჯანდაცვის მიმართულებით:
1.ფსიქოტროპული მედიკამენტები მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გამოიწერება და მონიტორინგი გახდება შესაძლებელი ვის უწერენ, რატომ უწერენ. უამრავ ადამიანს გადავარჩენთ გაუბედურებისგან.

2. მედიკამენტები მეორე ჯგუფი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოიწერება ექიმის მიერ და ისიც ელექტრონულად. მოქალაქეს ექნება საშუალება ყიდვისას თავად განსაზღვროს ფასი.

3. მედიკამენტები მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით იწერება, რაც იძლევა საშუალებას გაკონტროლდეს მოჭარბებული მედიკამენტების დანიშვნა და ხშირად არა საჭირო მედიკამენტებისაც კი.

4. თურქეთის ბაზრის გახსნამ 70%-მდე დაწია ბევრი საჭირო და ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების ფასები.

5. გეგმიური სტაციონარების კომისიის ვადა 2 თვიდან შემცირდება მყისიერ განხილვამდე, რაც ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

კარგად იმუშავა ჯანდაცვამ, ყველა სხვა უწყებამ და მოწვეულმა ექსპერტებმა“, - წერს ნინა კობახიძე.

შეგახსენებთ, დღეიდან საქართველოს მასშტაბით ელექტრონული რეცეპტების სისტემა ამოქმედდა. ექიმის მიერ რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით მოხდება. ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტიც მხოლოდ ელექტრონულად გამოიწერება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები