მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კენკრის ექსპორტი ვერ განხორციელდა... რუსეთზე ვართ დამოკიდებული" - ასოციაცია

6308d819a807d
მარიამ იზორია
26.08.22 20:14
1030
მიმდინარე წელს ქართული კენკრა ექსპორტზე ვერ გავიდა. ამის შესახებ bm.ge-ს კენკრის მწარმოებელთა ასოციაციაში უთხრეს.

ასოციაციის თავმჯდომარის იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, ქართული კენკრის გასაღების ერთადერთი ბაზარი აქამდე რუსეთი იყო, წელს კი თანხის გადმორიცხვის პრობლემებისა და სხვა ქვეყნების მხრიდან რუსეთის ბაზრის დაკავების გამო კენკრა ექსპორტზე ვერ გავიდა.

მისივე განმარტებით, გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია მოსავალიც.

„ექსპორტთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს. წელს მოსავლის მოცულობაც ნაკლები იყო, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ვერც ექსპორტი განხორციელდა, რადგან ქართული კენკრის ექსპორტი თითქმის სრულიად რუსეთზეა დამოკიდებული. ასევე ჩემი ინფორმაციით, რუსეთში კენკრა, მაყვალი, ჟოლო და მარწყვი უკრაინიდან, კერძოდ, ხერსონიდან შევიდა. ამასთან, რუსეთი ბელორუკვე სმაც მოამარაგა. გარდა ამისა, პრობლემა ფულის გადმორიცხვების გართულებამაც შექმნა, მაგალითად, ატმის ექსპორტიორებს რუსეთიდან თანხა ბოლომდე ჯერ არ აუღიათ“, - ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.

Bm.ge-ს შეკითხვას თუ რა მოლოდინი აქვთ მომდევნო სეზონისთვის და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფერმერები მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არ იყვნენ დამოკიდებულები, იზოლდა ქიტესაშვილი ასე პასუხობს:

„მომდევნო სეზონის მოლოდინებს რაც შეეხება, დღევანდელი შეფასებით ისევ რუსეთის ბაზარზე ვიქნებით დამოკიდებულები, რადგან სხვა ალტერნატიული ქვეყნები არ ჩანს. გვქონდა ისრაელთან მოლაპარაკებაც, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ შედგა. იმისათვის, რომ სხვა უფრო განვითარებულ ბაზრებზე გავიდეთ, საჭიროა ლიცენზიები, სერტიფიკატები, რომლებიც პროდუქტის ხარისხს დაადასტურებენ“, - განმარტავს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები