მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კიდ.კო-მ" კოვიდკლინიკად ფუნქციონირება დაასრულა და პედიატრიული ასაკის პაციენტების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

60530c0eae091
BM.GE
18.03.21 12:14
1165
„პედიატრიული ქირურგიის ცენტრმა - კიდ.კო-მ“ და ნეონატალურმა კლინიკა „ენენსიმ“ კოვიდცენტრებად ფუნქციონირება დაასრულეს და პედიატრიული ასაკის პაციენტებისა და ჩვილი ბავშვების სამედიცინო მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

"კიდ.კო" და "ენენსი" კოვიდსიტუაციის გართულების გამო 1-ელი ნოემბრიდან სამედიცინო დახმარებას კორონავირუსით ინფიცირებულ პედიატრიული ასაკის პაციენტებს, ჩვილებსა და მათ მშობლებს უწევდნენ. ამ პერიოდში ორივე კლინიკაში სხვა სახის სამედიცინო მომსახურებები შეჩერებული იყო.

აღსანიშნავია, რომ კოვიდკლინიკად ფუნქციონირების პერიოდში "კიდ.კო"-სა და "ენენსი"-ში მკურნალობა ჩაუტარდა დაახლოებით 250 პაციენტს. მათ შორის იყო: 130 ბავშვი, 40 სამ თვემდე ასაკის ჩვილი (აქედან 5 - ერთ თვემდე ასაკის პაციენტი), ხოლო 70-80-მდე ზრდასრული (თავდგმური პირები).

კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის შემცირებასთან ერთად, "კიდ.კო"-მ შეწყვიტა კოვიდკლინიკად ფუნქციონირება და ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. 10 მარტიდან "კიდ.კო" განახლებული, გაძლიერებული გუნდით განაგრძობს პედიატრიული ასაკის პაციენტების მიღებას.

„პედიატრიული ქირურგიის ცენტრ - კიდ.კო"-ში შესაძლებელია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება, ესენია: ბავშვთა ქირურგია, ორთოპედია, ტრავმატოლოგია, ბავშვთა უროლოგია, ბავშვთა გინეკოლოგია, პედიატრიული ასაკის პაციენტთა თერაპიული და ინტენსიურ-თერაპიული სტაციონარული მომსახურება.

კლინიკის სერვისებს ასევე დაემატა ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილება (emergency), რომელიც 24/7 რეჟიმში აწარმოებს ნებისმიერი ასაკის პაციენტთა თერაპიული და ქირურგიული პროფილის მომსახურებას.

„პედიატრიული ქირურგიის ცენტრი - კიდ.კო“ სინერჯი კაპიტალის პორტფელური კომპანიაა. კიდ.კო სინერჯი კაპიტალთან ერთად აქტიურად ზრუნავს არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე. ასევე, ახლო მომავალში რამდენიმე საინტერესო და მასშტაბური პროექტის განხორციელებაც არის დაგეგმილი.

ამჟამად კლინიკა განაგრძობს სამედიცინო გუნდის ზრდას და გამოცხადებული აქვს ვაკანსიები სხვადასხვა სამედიცინო პროფილის მიმართულებით.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები