მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოდა" ბიოკვერცხის წარმოებაზე მუშაობს

61e6b48588ee5
მარიამ იზორია
19.01.22 00:14
2782
"კოდა" ბიოკვერცხის წარმოებაზე მუშაობს. როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა განუცხადა, ბიოკვერცხის წარმოების იდეაზე უკვე 5 წელია, რაც მუშაობენ. პანდემიამ კი პროცესებს ხელი შეუშალა, თუმცა ახლა მუშაობის განახლებას აპირებენ. "ფრინველების მხოლოდ ბიოსაკვებით გამოკვება იგეგმება, რათა ბიოკვერცხი მივიღოთ", - აღნიშნა მან. 

მისივე თქმით, წარმოების 10-15% ბიოპროდუქტით ჩანაცვლდება, რაში დაახლოებით, $0.5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება. 

რაც შეეხება ფასს, ზურაბ ჭუჭულაშვილის განმარტებით, პროექტისა და პროდუქციის ფასი საკმაოდ ძვირად ღირებული იქნება.

“ჩვენ უკვე, დაახლოებით, 5 წელია, რაც ბიოპროდუქტის წარმოებაზე ვფიქრობთ. პანდემია ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა და შევფერხდით. ველოდებოდით ეპიდსიტუაციის დასტაბილურებას, ამ ეტაპზე მუშაობა განვაახლეთ. ზუსტი დრო თუ როდის გამოჩნდება ბაზარზე “კოდას” ბიოკვერცხი, ჯერ არ ვიცით. რაც შეეხება ინვესტიციას, იმისათვის რომ წარმოების 10-15% ბიოწარმოებით ჩანაცვლდეს, დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიციას განვახორციელებთ”, - ამბობს “კოდას” დირექტორი.

ინფორმაციისთვის, მეფრინველეობის კომპანია "კოდა" წლიურად დაახლოებით 65 მლნ ცალ კვერცხს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები