მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

641b2f69ce61d
BM.GE
22.03.23 20:22
902
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია 21 მარტს გაიმართა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", ხელშეკრულების თანახმად, განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსის მფლობელია. აღნიშნული სტატუსით კოკა-კოლას ბრენდის ინტეგრირება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ვაჟთა ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდისა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიებთან მოხდება.



კოკა-კოლა წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთს და კონკრეტულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გვერდში უდგას და არა ერთი პროექტის ინიციატორი იყო, მათ შორის კომპანიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 25-ჯერ ჩაატარა „კოკა-კოლას თასი“-ს ტურნირი, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ასაკის მოყვარული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.



ფეხბურთი, სწორედ, იმითაა უნიკალური, რომ ამ თამაშს დედამიწის ყველა წერტილში თამაშობენ - განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიური თუ სხვა შეხედულების, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა.



ქართულ ბაზარზე ამ მსოფლიო ბრენდის ოპერირების 30 წლიანი ისტორიის მანძილზე ასეთი მასშტაბისა და სიდიდის ურთიერთთანამშრომლობის დაფიქსირება მეორედ ხდება სფფ-ისა და კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულება ფინანსურად უპრეცედენტოა.



თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიება გალა ვახშმის ფორმატში თბილისში 21 მარტს გაიმართა და მას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები