მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომენდანტის საათი" ხომ არ გადავწიოთ ან გავაუქმოთ? – „ოცნების“ დეპუტატი ტიკარაძეს

6089404b6faca
ინგა მურუსიძე
28.04.21 15:03
16250
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძე უსმენენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ მას "კომენდანტის საათთან" დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

„რამდენად ეფექტიანად მუშაობს "კომენდანტის საათი" და შეგვიძლია თუ არა გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ? გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით, იმ დროს, როცა "კომენდანტის საათი" იწყება, მოსახლეობის ურავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში, იქმნება მობილობის დიდი დონე, რაც დაავადების გავრცელების სერიოზულ რისკებს ქმნის“, - ჰკითხა დეპუტატმა ეკატერინე ტიკარაძეს.

ჯანდაცვის მინისტრი დეპუტატის კითხვას მას შემდეგ უპასუხებს, რაც ყველა პარლამენტარი დასვამს კითხვებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები