მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კომპანიამ ან სახელმწიფომ, რომელიც რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება, სანქციები უნდა მიიღოს" - ზელენსკი

626e29ff60979
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.22 10:32
1622
ნებისმიერ კომპანიას ან სახელმწიფოს, რომელიც რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება, სანქციები უნდა დაედოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეო მიმართვისას განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„უახლოეს მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ნავთობთან დაკავშირებით შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას ველით. დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ნავთობთან მიმართებით სანქციების სამართლიანი ნაწილი უნდა ბლოკავდეს რუსეთის ნებრისმიერ მცდელობას შეზღუდვების გვერდის ავლით ე.წ. ნავთობის ნარევები გაყიდოს. ნებისმიერი კომპანია ან სახელმწიფო თუ რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება, მანაც სანქციები უნდა მიიღოს“,- განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს რუსეთის სამხედრო-ტერორისტული მანქანის ნებისმიერი სახით დაფინანსება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები