მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება, სავარაუდოდ, ყველა ბაზრობაზე ჩატარდება"

5f1e8a6fd2925
ინგა მურუსიძე
27.07.20 12:00
830
კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება, სავარაუდოდ, ყველა ბაზრობაზე ჩატარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, ქვეყანაში ორი ცხელი წერტილია - გაჩიანის დასახლება და ლილოს ბაზრობა.

„გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე, რადგან იქ გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები. სულ ჩატარებულია 1415 კვლევა, აქედან 5 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა და დღეს კიდევ ველოდებით პასუხებს. ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი არის ყველაზე მეტად ყურადღების მისაქცევი, ვინაიდან ბაზრობებზე ყველაზე მეტია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, საჭიროა, კონტროლის გამკაცრება. ყველა ბაზრობაზე გამკაცრებულია ნორმები, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, სანიტარული წესების დაცვა. ვფიქრობთ, PCR ტესტები ყველა ბაზრობაზე ჩავატაროთ. ახლა მიმდინარეობს პროექტის შედგენა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები