მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრედო ბანკმა" "ფინკა ბანკთან" ინტეგრაციის პროცესი წარმატებით დაასრულა (R)

618b6372cfeac
ინგა მურუსიძე
10.11.21 11:00
803
"კრედო ბანკი", "ფინკა ბანკი" საქართველოს 100%-იანი წილის მფლობელი, 2021 წლის 7 ივლისს გახდა, 3 თვის შემდეგ კი, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, შერწყმის პროცესი წარმატებით დასრულდა.

"კრედო ბანკისთვის" მნიშვნელოვანია, მომხმარებლისთვის სრულყოფილი და ხარისხიანი სერვისის მიწოდება, ბანკი განაგრძობს ძლიერ საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბებას, გუნდის აქტიური მუშაობით შერწყმის პროცესი ორივე კომპანიის მომხმარებლისთვის შეფერხებების გარეშე განხორციელდა.

როგორც კომპანიაში ამბობენ, აღნიშნული შერწყმა, პროდუქტების ასორტიმენტის, ბანკის გეოგრაფიული არეალის გაზრდის, ინოვაციური შეთავაზებებისა თუ სერვისების, განსაკუთრებით ციფრული პროდუქტებისა და არხების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

"კონსოლიდაცია უზრუნველყოფს "კრედო ბანკის" გაძლიერებას, ხაზს უსვამს მის სანდოობას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. "ფინკა ბანკი" საქართველო კვალიფიციური და ძლიერი გუნდით იყო ბაზარზე წარმოდგენილი, ამიტომ ის "კრედო ბანკისთვის", ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდა.

2014 წლიდან "კრედო ბანკის" მფლობელები საერთაშორისო გავლენის ინვესტორთა კონსორციუმია, რომლის წევრებიც არიან: Access Microfinance Holding AG, Triodos Investment Management and ResponsAbility. მიმდინარე ტრანზაქციის ფარგლებში კი ბანკის ინვესტორთა რიცხვს შეემატა: PROPARCO (Groupe Agence Française de Développement), რაც "კრედო ბანკისთვის" და ზოგადად, მთელი ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს.

"კრედო ბანკის" ძირითადი მიზანი კვლავ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მრავალფეროვანი ფინანსური სერვისებით უზრუნველყოფა რჩება. სწორედ ამიტომ, ტრადიციულ საბანკო სერვისებთან ერთად, ბანკი აქტიურად ავითარებს ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებს და მომხმარებელს სთავაზობს, მომსახურების დისტანციურად მიღების შესაძლებლობას", - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები