მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრედო" ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტ „პროპარკოსგან“ 16,5 მლნ ევრო მოიზიდა

62b04e813f8a2
BM.GE
20.06.22 15:00
1020
კრედო ბანკმა საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტ პროპარკოსგან (Groupe Agence Française de Développement) 16,5 მილიონი ევროს ინვესტიცია მოიზიდა. ხუთწლიანი გარიგება საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის პოსტპანდემიური მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების პირობებში, მათ მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად. ტრანზაქცია გამყარებულია ევროკავშირის EFSD COVID საგარანტიო პროგრამით.

“მოხარული ვარ, რომ, „პროპარკო“, როგორც აქციონერის, ასევე კრედიტორის როლში, უწყვეტად განაგრძობს კრედო ბანკისა და მისი მომხმარებლების განვითარების მხარდაჭერას. აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში, ჩვენ ერთი მიზნის გარშემო ვერთიანდებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ციფრული და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების თუ მომსახურების მიწოდებას გულისხმობს და უმნიშვნელოვანესია ტურბულენტურ პერიოდში მათი გაძლიერებისთვის", - განაცხადა "კრედო ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ზაზა ფირცხალავამ.

“2021 წელს პროპარკო კრედო ბანკის აქციონერი გახდა, ამჯერად კი ის 16.5 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციით განაგრძობს საქართველოში წამყვანი ბანკის მხარდაჭერას. ეს საშუალებას მისცემს კრედო ბანკს, გააძლიეროს ოპერაციები და მხარი დაუჭიროს ფერმერებს და მეწარმეებს, რომლებიც გასული წლების განმავლობაში COVID პანდემიის კრიზისის შედეგად დაზარალდნენ. ტრანზაქციის საშუალებით პროპარკო აძლიერებს თავის პოზიციებს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და ხაზს უსვამს სურვილს, დადგეს საქართველოს გვერდით მისი მდგრადობისა და სოციალური განვითარების მიზნების მისაღწევად”, - განაცხადა პროპარკოს თურქეთის, კავკასიის, ბალკანეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა - სტეფან ფროსარდმა.

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი საქართველოში, მომხმარებელთა რაოდენობით და გეოგრაფიული დაფარვით, წამყვანი კომერციული ბანკია. იგი საქართველოს მასშტაბით 81 სერვისცენტრით 400 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მდგრადი ფინანსური სერვისების მიწოდება, განსაკუთრებით შემოსავლისა და დასაქმების შესაძლებლობის მქონე სასოფლო-სამეურნეო სექტორებში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ სოციალური გავლენისა და განვითარების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Microfinance Holding AG, შვეიცარიული responsAbility Investments AG, ჰოლანდიური Triodos Investment Management BV და ფრანგული Proparco.
credobank.ge

PROPARCO-ს შესახებ
„პროპარკო” საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD Group) კერძო სექტორის დამფინანსებელი ფრთაა. ის 40 წელზე მეტია, მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარებას უწყობს ხელს. „პროპარკო” აფინანსებს და მხარს უჭერს კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში. მისი საქმიანობა მიმართულია ძირითადი სექტორების განვითარებაზე: ინფრასტრუქტურა, განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, ფინანსური ინსტიტუციები, ჯანდაცვა და განათლება. კომპანიის აქტივობები მიზნად ისახავს კერძო სექტორის თანამონაწილეობის გაძლიერებას მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals - SDGs) მისაღწევად, რომლებზეც საერთაშორისო თანამეგობრობა ფოკუსირდება 2015 წლიდან. ამ მიზნით „პროპარკო” აფინანსებს კომპანიებს, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას.

®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები