მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრედოს" და "ფინკას" შერწყმა დასრულდა - ბანკი აქტივების ზომით მეხუთე ადგილზეა

619de93e6ef1b
BM.GE
24.11.21 12:00
1394
"კრედო" და "ფინკა" ბანკი ერთმანეთს შეერწყნენ. ოქტომბრის ბოლოს სებ-ის პრეზიდენტმა "ფინკას" ლიკვიდაციის ბრძანება გამოსცა და მისი აქტივები 100%-ით "კრედო ბანკს" შეერწყა. 

საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, გაერთიანებული ბანკის აქტივების ზომა 1.73 მილიარდი ლარია, რითიც ის საბანკო სისტემაში მეხუთე ადგილს იკავებს. ამ აქტივებში უდიდესი ნაწილი თავად "კრედო ბანკზე" მოდის, რადგანაც შერწყმამდე "ფინკა" ბანკს 290 მილიონი ლარის აქტივები და 224 მილიონის საკრედიტო პორტფელი ჰქონდა. 

თავად "კრედო ბანკი" ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი მომსახურების ქსელით არის წარმოდგენილი და მას 80-ზე მეტი ფილიალი და სერვის-ცენტრი აქვს.

2014 წლიდან "კრედო ბანკის" მფლობელები საერთაშორისო ინვესტორთა კონსორციუმია, რომლის წევრებიც არიან: Access Microfinance Holding AG, Triodos Investment Management and ResponsAbility. "ფინკა ბანკის" შერწყმის პროცესში "კრედოს" ინვესტორთა რიცხვს შეემატა PROPARCO (Groupe Agence Française de Développement)-იც. 

გარიგების შედეგად, საქართველოში კომერციული ბანკების რაოდენობა 14-მდე შემცირდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები