მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრიმინალური შემთხვევები ხშირად სკუტერებით ხდება, რადგან რეგისტრირებული არსად არაა და იდენტიფიცირება შეუძლებელია"

61a215fad2b92
ლიკა გურაბანიძე
28.11.21 11:50
936

“როდესაც სკუტერის ან მოპედის მართვა გსურს, მისი მართვის დამადასტურებელი მინიმალური განათლება მაინც უნდა გქონდეს" - ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა გელა კვაშილავამ გადაცემაში #BMGDRIVE განაცხდა. 

კვაშილავა ფიქრობს, რომ პირს სკუტერის ან მოპედის მართვის უფლება 16 წლიდან უნდა ჰქონდეს.

“ჩვენთან ეს სატრანსპორტო სახეობები ძალიან განვითარდა, მაგრამ მძღოლები  ძირითადად არიან 13-14-15 წლის ბავშვები. ხშირად გამიგია, რომ მშობლები ჩუქნიან ამ ტრანსპორტს. ამ მიმართულებით არავითარი სანომრე რეგისტრაცია არ არსებობს, შესაბამისად, პირის იდენტიფიცირება შეუძლებელი ხდება. ხშირად კრიმინალური შემთხვევებიც სწორედ სკუტერებითაა იმიტომ, რომ რეგისტრირებული არსად არ არის.

ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაზრდილი მობილობა კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს. გარკვეული ვალდებულებები მის მძღოლებს უნდა დაეკისროთ, რადგან 45 კმ/სთ სიჩქარით დადიან, რაც დაბალი სიჩქარე არ არის. ასევე მისი განვითარებისთვის ინფრასტუქტყრის მოწესრიგებაც უნდა დავიწყოთ,” - განმარტა გელა კვაშილავამ. 

მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო გახდება - შესაბამისად, მოპედის მძღოლებს ქალაქში გადაადგილება მართვის მოწმობის გარეშე აღარ შეეძლებათ.

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მოპედი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას არ წარმოადგენს და მისი მართვა ყოველგვარი მართვის მოწმობის გარეშეა შესაძლებელი. ცვლილებების მიხედვით კი მოპედი მოექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების განმარტებაში და მასზე იგივე რეგულაციები გავრცელდება, რაც სხვა ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება.

მოპედის მართვისთვის საჭირო გახდება ახალი „AM“ კატეგორიის მართვის მოწმობის აღება, რომელიც გაიცემა 16 წლის ასაკიდან, მისი აღება კი მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარების გზით იქნებ შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები