მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კულტურის კომიტეტი სახელოვნებო განათლების ახალი სისტემის შექმნაზე მუშაობს"

63e122770b6de
BM.GE
06.02.23 20:00
594
კულტურის კომიტეტის ინიციატივით თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა თემაზე - „ხელოვნება ყველასათვის“. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძესთან ერთად, თბილისის 126-ე და 202-ე საჯარო სკოლების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს შეხვდნენ პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ბაია კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.

ელისო ბოლქვაძის განცხადებით, კულტურის კომიტეტი მუშაობს სახელოვნებო განათლების ახალი სისტემის შექმნაზე, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი იქნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი მუსიკალური განათლება, ჩაერთონ შესაბამის აქტივობებში და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. შემოქმედებითი უნარების სწორი განვითარებისათვის დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ჩართულობას. ერთიანი სისტემური მიდგომა უნდა დაეხმაროს ყველა ბავშვს მათი სოციალური ინტეგრირების პროცესში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს შორის“, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ღასან ხალილის თქმით, მნიშვნელოვანია, სახელოვნებო განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის.

„გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან. ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა განსაკუთრებულად ეხება სახელოვნებო განათლებას ყველასათვის, რაც გულისხმობს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ და ხელი შევუწყოთ, სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ხარისხიანი ინკლუზიური განათლების კონტექსტში. აქ არიან ბავშვები, რომლებმაც ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა სჭირდებათ იმისთვის, რომ დაეუფლონ ხელოვნებას და შეასრულონ მუსიკალური ნაწარმოებები“, - განაცხადა ღასან ხალილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები