მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაღიძის წყლებზე" დაინტერესება აშშ-დანაც არის, თუმცა ჯერ პანდემია უნდა დასრულდეს - ლაღიძე

612bc2682ae21
ლიკა გურაბანიძე
29.08.21 19:33
1530
კორონავირუსის პანდემია "ლაღიძის წყლების" გაყიდვებზეც ნეგატიურად აისახა. როგორც bm.ge-ისთან საუბარში სააქციო საზოგადოება “ლაღიძე”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და ლაღიძის წყლების დამფუძნებლის შვილთაშვილმა თინათინ ლაღიძემ განაცხადა, კაფეების და რესტორნების დახურვამ "ლაღიძის წყლები" ძალიან დააზარალა.

“ლაღიძის წყლების” ჩამოსხმა საქართველოში 50-მდე კაფე-რესტორანში ხდება.

"გაყიდვები ძალიან შემცირდა; თითქმის განახევრებულია. საერთოდ გაჩერებულები ვიყავით, როდესაც სრული ლოქდაუნი იყო", - ამბობს თინათინ ლაღიძე.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, "ლაღიძის წყლები" ამ დრომდე ევროპის და აზიის ბაზრებზე გადის, თუმცა როგორც “ლაღიძე”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, შემოთავაზება აშშ-ის ბაზრიდანაც აქვთ.

“ლაღიძის წყლები" მცირე რაოდენობით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მათ შორისაა იტალია. ჩვენი წყლის დაგემოვნება დუბაიშიცაა შესაძლებელი. "ლაღიძის წყლებზე" დაინტერესება უკვე ამერიკის ბაზრიდანაც არსებობს, თუმცა ჯერ პანდემია უნდა დასრულდეს. კაფეების და რესტორნების დახურვამ და ზოგადად, კოვიდშეზღუდვებმა ძალიან დაგვაზარალა", - აღნიშნა თინათინ ლაღიძემ.

ცნობისთვის, „ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში, აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წელს გამოთქვა და შესაბამისი დავალება თბილისის მერ კახა კალაძეს მისცა, თუმცა 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები