"ლექსუს თბილისმა" თიბისის მხარდაჭერით ახალი მოდელი წარადგინა
BM.GE
22.05.23 09:15
• 207
“ლექსუს თბილისის” ორგანიზებით და თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, შატო მუხრანში, 25 წლიანი ისტორიის მქონე, ლექსუს RX-ის მეხუთე თაობის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა. ბრენდის ერთგულ მომხმარებლებს, კომპანიის ბიზნეს პარტნიორებსა და საავტომობილო სფეროს ექსპერტებს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და შესრულებული, ვიზუალურად და ფუნქციურად სრულიად განახლებული ავტომობილის ახლოდან დათვალიერების, მისი შინაარსისა და დახვეწილი გარეგნული ელემენტების გაცნობის საშუალება მიეცათ. სიახლესთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი ლექსუს RX-ის ტრადიციულ გზას აგრძელებს და მისი წინამორბედების ღირსეული მემკვიდრეა. თიბისი კი აგრძელებს ამ სექტორის მხარდაჭერას, ლექსუს თბილისთან პარტნიორობას და ამ ყველაფრის განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.