ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლები პაციენტების არასწორ მართვასთან დამოკიდებულებაში არ არის.
როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, ლეტალობის ზრდა ინფიცირების რაოდენობრივ მატებას უკავშირდება.
„ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს გამოძახილია ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატებასთან, ეს კორელაციაშია. ინფიცირების რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მატება, მაგრამ ახალი შემთხვევების რაოდენობის შეჩერებას და კლებას , ჯერ ლეტალობის შემცირება ვერ გაჰყვება. ეს 2-3 კვირის შემდეგ მოხდება“, - განმარტა მარინა ეზუგბაიამ.