მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთი" ინოვატორი ახალგაზრდების მხარდამჭერია

BM.GE
01.12.22 10:42
220
2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით, „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის წევრები აშშ-ში გაემგზავრებიან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღებენ მონაწილეობას. მეორე ადგილზე გასული გუნდი - „Firelink“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. მესამე ადგილზე გასული გუნდის - „Mad Scientist”-ის წევრებს, ლიბერთი ბანკი სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში აგზავნის. 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადასცეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ჯეოლაბმა, აკადემია „ლეტერატომ“ და კომპანია „allmarket.ge“-მ. წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ახალციხის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის და გორის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის დარგებში განავითარეს. კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 2,500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები