მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთი", პროექტთან ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს

BM.GE
14.11.22 09:15
212
"ლიბერთი ბანკის" და მერსი ქორფსის წარმომადგენლებმა პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ჩართულ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელ ახალგაზრდებს, ინტენსიური ბიზნეს გადამზადების ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადასცეს. “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” 3.5-წლიანი პროექტია, რომელსაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობა ახორციელებს. პროექტს მხარს უჭერს ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და, ასევე, პროექტის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი ბანკი, რომელიც უშუალოდ ჩაერთო RDYE-ის სასწავლო აქტივობებში და ფინანსური განათლების სასწავლო მოდულის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც გადამზადებულ ტრენერებთან ერთად ლიბერთის თანამშრომლები უძღვებიან. ფინალში გადასული ბიზნეს იდეის ავტორები კი ლიბერთი ბანკისგან დამატებით სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ. RDYE პროექტი 42 თვის განმავლობაში, 2021 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მაისამდე, საქართველოს ოთხი რეგიონის, 18 მუნიციპალიტეტში განხორციელდება და მიზნად ისახავს სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები