ამ მცირე დროში ლიბემ მოახერხა ბევრი ლოიალური მომხმარებლის შეძენა, როგორც ბავშვების ასევე მშობლების.
კომპანია ყურადღებით აკვირდება თავის მომხმარებლებს და ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ ლიბეს ასორტიმენტს დღეიდან შეემატა 3 ახალი სახეობის ორცხობილა ლიბე „ულაქტოზო“ , „უშაქრო“ და „სიტკბოს გარეშე“. სამივე ორცხობილას რეცეპტურა შეიქმნა პედიატრებისა და ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციით.

სამივე ორცხობილას აქვს მიმზიდველი, თანამედროვე შეფუთვა და მათ დახლზე მარტივად შეამჩნევთ.
და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ლიბე საქართველოში მზადდება ევროპული ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვილ საწარმოში, ეკოლოგიურად სუფთა პირობებში და რაც მთავარია, ნატურალური ინგრედიენტებით.
მეტი ინფორმაციისთვის: https://www.facebook.com/liebege