მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარება" - სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროგრამას იწყებს

648ee47d9817d
BM.GE
18.06.23 14:42
1180
სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას.

სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაში განაცხადების მიღებას 27 ივნისს დაიწყებს.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ნატალია ხარატიშვილის განცხადებით, პროგრამა საშუალებას მისცემს მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელ მოსახლეობას, საკუთარ საცხოვრებელ ადგილას წამოიწყონ საქმიანობა, მიიღონ შემოსავალი და შექმნან სამუშაო ადგილები.

"ამბროლაურსა და ცაგერში მოსახლეობას გავაცანით პროგრამის პირობები და პროცედურები. მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება სხვა რეგიონებშიც“, - აღნიშნა ნატალია ხარატიშვილმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პროგრამის წარდგენისას, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ქრისტინე კობახიძესთან ერთად იმყოფებოდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისათვის. აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ პროგრამით დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ასევე არასასოფლო სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები