მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Majorel საქართველომ" 2020 წელს 900 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

606b1c390d4c1
ვიქტორია მღებრიშვილი
05.04.21 22:40
4621
ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სფეროში მომუშვე ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა საერთაშორისო კომპანია „Majorel საქართველომ“ 2020 წელს, სამუშაო ადგილების რაოდენობა პანდემიის მიუხედავად 900-ით გაზარდა.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას „Majorel საქართველოს“ დირექტორმა ალექსანდერ მირონენკო განმარტავს, კომპანიისთვის 2020 წელი გამოწვევების და ახალი პრაქტიკების დანერგვის წელი იყო. მისი თქმით, 2020 წლის დასაწყისში კომპანიის მენეჯმენტმა ვირუსის გავრცელების პარალელურად, სტრატეგიული და მოქნილი გეგმა ჩამოაყალიბა, თუ როგორც უნდა გაგრძელებულიყო ბიზნესპროცესები უწყვეტად, თანამშრომლები კი საფრთხისგან მაქსიმალურად დაცულნი ყოფილიყვნენ. სწორედ ამ დროს „Majorel საქართველომ“ ქვეყნის შიგნით ქსელის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო და ივლისში ბათუმში კიდევ ერთი ახალი ფილიალიც გახსნა.

„ბაზრის ერთწლიანი კვლევის შემდეგ, გადაწყდა გახსნილიყო მიკრო საიტი ქალაქ ბათუმში. ახალი ოფისი 80-ზე მეტ თანამშრომელზეა გათვლილი. 6-თვიანი პილოტის შედეგად კი მუდმივი ოფისის მოწყობა გადაწყდა.

ჩვენი კომპანია ბათუმში ერთი, გერმანულენოვანი პროექტით არის წარმოდგენილი. ჩვენი თანამშრომლები ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი ბრენდის თანამშრომლებს ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

შესაბამისად, დღეისთვის საქართველოში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი Majorel-ის ოთხ ოფისში 2 000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, მაშინ როდესაც პანდემიის 2020 წლის დასაწყისში კომპანიაში 1200-მდე ადამიანი მუშაობდა. ალექსანდერ მირონენკო განმარტავს, რომ სამუშაო ადგილების გაზრდა კომპანიამ არსებული და ახალი პროექტების განვითარებითა და გაფართოებით შეძლო.

Majorel-მა საქართველოში ფუნქციონირება 5 წლის წინ, თბილისში ერთი კლიენტითა და 150 გერმანულენოვანი თანამშრომლით დაიწყო. წარმატებული საქმიანობის შედეგად, 2018 წელს შემოვიდა მოთხოვნა არსებული პროექტის გაფართოებისა და ახალის დამატების თაობაზე, რის შედეგადაც 2019 წელს, თბილისის მეორე და ქუთაისის პირველი ოფისები გაიხსნა. ხოლო 2020 წლის ზაფხულში რეგიონში გავფართოვდით და ოფისი ბათუმში გავხსენით.

ბოლო ორი წელია, არა მხოლოდ ადგილობრივი პოზიციების არამედ რეგიონალურ და გლობალ ვაკანსიებსაც საქართველოს ბაზარზე ვაცხადებთ, შესაბამისად ჩვენი თანამშრომლების განვითარების არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც არაერთი წარმატებული მაგალითი გვაქვს. ენების ცოდნა, თანამშრომლების პროფესიული გამოცდილება და გუნდური მუშაობის პრინციპი საქართველოში მეიჯერელის წარმატების საწინდარია“, - ამბობს „Majorel საქართველოს“ დირექტორი.

ცნობისთვის, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია Majorel-ი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა, ხოლო 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, Bertelsmann-სა და Saham-ის გაერთიანებით შეიქმნა სრულიად ახალი ბრენდი - Majorel, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს, თანამშრომელთა რაოდენობა კი 58 000-ს აღემატება.

კომპანიის დამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ სეგმენტებს მოიცავს როგორიცაა: მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ონლაინ გაყიდვები და ა.შ. ამ ეტაპზე კომპანიას აქვს როგორც გერმანული, ინგლისური, ასევე თურქულ-ინგლისური და რუსულ-ინგლისურენოვანი პროექტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები