მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მარგებელი ჰოლდინგის" კომპანია გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს

60a6508893263
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.21 16:14
1195
სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“, რომელიც „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, დღეს გაფიცული 70-მდე თანამშრომლის მოთხოვნას სპეციალური განცხადებით პასუხობს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია თანამშრომლებთან დიალოგის რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

BM.GE სადისტრიბუციო კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„20 მაისს კომპანიის თანამშრომელთა მცირე ნაწილი, დაახლოებით 70 ადამიანი ხელფასისა და სამუშაო განრიგის გადახედვის მოთხოვნით გაიფიცა. ოფიციალური მონაცემებით დასაქმებულთა მიერ ხელზე აღებული ანაზღაურება ჯამში 1000 ლარამდეა და არა 600 ლარი, როგორც გაფიცულები აცხადებენ. დამატებით, კომპანია მათ კერძო სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფს და ასევე მათ ხუთ საგზაო ჯარიმას ფარავს.

შპს „ენგადი“ 200-მდე პროდუქტის დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 20 წელია ოპერირებს. ქვეყანაში ინფლაციისა და დევალვაციის მიუხედავად, „ენგადი“ მუშაობას განაგრძობდა.

როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ასევე კომპანიისთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარება და მიუხედავად ამისა, ახერხებს თანამშრომელთა შენარჩუნებას. კომპანიის მენეჯმენტში არ არის თანამშრომელი, რომელსაც არ აქვს გავლილი სადისტრიბუციო ჯაჭვის ყველა რგოლი, შესაბამისად არ არის უცხო ყველა პოზიციის სამუშაოს გამოწვევა.

სადისტრიბუციო კომპანია „ენგადს“ 20 წლის მანძილზე არასდროს უჭირდა კომუნიკაცია და დიალოგი იმ თანამშრომლებთან, რომლებმაც ეს კომპანია შექმნეს და წარმატებულად აქციეს, ასეთივე პოლიტიკით ვაპირებთ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები